ხულოში საკრებულოს სხდომაზე მერიის სხვადასხვა სამსახურის საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცეს

27 ივნ 2019

 ხულოში საკრებულოს  სხდომაზე  მერიის სხვადასხვა სამსახურის საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცეს. უწყებას 4 ახალი თანამშრომელი ჰყავს. ისინი კონკურსის წესით შეარჩიეს.  დღესვე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმაზეც. სხდომას არ ესწრებოდნენ ენმ-ს წარმომადგენლები.