მთავრობის სხდომა

23 აგვ 2016

საქართველოს მთავრობა მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაში იტალიის ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს. შესაბამისი დავალება გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა. პრემიერ-მინისტრმა იტალიის მთავრობას და იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა.