26 ივნ 2019
დილიდან პარლამენტთან იკრიბებიან ნიკა მელიას მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, მათ შორის რეგიონებიდან. მოთხოვნა უცვლელია, რუსი დეპუტატის მოთხოვნაზე პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ და თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა. აქციის მონაწილეები ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების საკითხსაც არ ეთანხმებიან.