კომიტეტებმა პროკურატურის მიმართვას ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირეს

26 ივნ 2019

საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

გადაწყვეტილებას მხარი 15 დეპუტატმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო. 

პროცედურულად,  კომიტეტების დასკვნა  ბიუროს წარედგინება, რის შემდგომაც არლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.

სხდომა, 6 საათის განმავლობაში, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.