პროტესტის მეოთხე დღე - პარლამენტთან აქცია განახლდა

23 ივნ 2019

რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პარლამენტის წინ აქცია 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სპიკერები სიტყვით მიმართავენ.
 

შეკრებილების მოთხოვნები უცვლელია, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით ჩატარდეს და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულები გაათავისუფლონ.