სად გაქრა პარლამენტის წინ არსებული კონსტრუქციები?

23 ივნ 2019

პარლამენტის წინ აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ, გავრცელებულ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ეხმაურება. აღნიშნულია, რომ გეგმიურად დაასუფთავეს რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა.

პარლამენტთან ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა ელენე ხოშტარიამ. ის მერიას მოუწოდებს, დროულად დააბრუნოს სცენა და ჯებირები პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტი გაძლიერდება.