20 ივნისის ღამეს დაკავებულთა სასამართლო

22 ივნ 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით წუხელ სამართალდამცველებმა 305 მოქალაქე დააკავეს. თუმცა არაოფიციალურად მათი რიცხვი 500-ია.

დაკავებულების უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია. ამ დრომდე გამართულ სასამართლო პროცესებზე მათ უდიდეს უმრავლესობას ორ კვირამდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოში დაკავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი, რომლებიც ხმაურით აპროტესტებენ პოლიციის ქმედებებს და მოსამართლეების გადაწყვეტილებებს.