იპოთეკით დაზარალებულების აქცია

22 აგვ 2016

იპოთეკით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბანკის შეთავაზება მათთვის ხელსაყრელი არაა, რადგანაც თვეში 420 დოლარის გადახდას ვერ შეძლებენ. ბანკის შეთავაზება 7-წლით 15 %-იან სესხს გულისმოხს, სადაც 12 %-ს დაზარალებული იხდის, 3%-ს კი სახელმწიფო. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვდა. კახა შაშიკაძის განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნები გამარტივებული სტანდარტებით ბანკებს უკვე გადაეგზავნათ.