აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლეთა საბჭოს ანგარიში უმაღლესი საბჭოს წინაშე

20 ივნ 2019

ნატა იმედაიშვილი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების პირისპირ - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ანგარიშის შემდეგ დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების შეკითხვებს პასუხობდა.

კითხვები ძირითადად წელს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა - მათ შორის იყო დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, ახალი კონკურსი და შესაძლო გავლენები. ჰკითხეს პრიორიტეტების შესრულების, შენობის და სამართლიანი სახელფასო კალათის ნაწილზეც. ნათია ლომაძე მოგვიყვება უფრო მეტს.