სახედრო გადატრიალების მცდელობის საქმე

20 ივნ 2019

თურქეთის მართლმსაჯულებამ მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა - ასე ფიქრობს და ასე აფასებს ქვეყნის თავდაცვის უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას არშემდგარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით.  

უვადო პატიმრობა შეეფარდა ათობით ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსანს, რომლებიც ქვეყნის  კონსტიტუციური წყობის მოშლისა და პრეზიდენტ ერდოღანის მკვლელობის  მცდელობაში  სცნეს დამნაშავედ.

ოფიციალური თურქეთის ინფორმაციით დამნაშავეებმა სახელმწიფო გადატრიალება  2016 წლის 15 ივლისს სცადეს. მას შემდეგ გისოსებს მიღმა 40 ათასი ადამიანი აღმოჩნდა, 150 ათასზე მეტმა კი სამსახური დაკარგა. ფაქტს 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.