ბსუს კანცლერის ერთადერთი კანდიდატი და მისი ხედვები

20 ივნ 2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ალექსანდრე მითაიშვილი ხდება. იგი ამ პოზიციაზე ერთადერთი კანდიდატია - მას მხარი უკვე დაუჭირა აკადემიურმა საბჭომ, შემდეგი კი წარმომადგენლობითი საბჭო იქნება.

მითაიშვილი ყოფილი ვიცე-მერია, მერიის მაღალ თანამდებობაზე გიორგი ერმაკოვის მერობის დროს მუშაობდა. მერიიდან მოდიოდა ახლა უკვე ყოფილი კანცლერიც - ჯემალ ანანიძე უნივერსიტეტში რჩება, გაწეული საქმიანობისთვის კი იგი შოთა რუსთაველის მედლით დააჯილდოვეს.