''სირცხვილია'', ''რუსეთი ოკუპანტია'', ''რა დამავიწყებს 08-08-2008'' - აქცია ევროპის მოედანზე

20 ივნ 2019

პარლამენტში მომხდარ ფაქტს და რუსი დეპუტატების საქართველოში ყოფნას, მოქალაქეები ბათუმშიც აპროტესტებენ.

ამ წუთებში ევროპის მოედანზე  ათობით მოქალაქე იკრიბება. მათი განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც. საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათზეც გაიმართება.