19 ივნ 2019
ბათუმის ნაგავსაყარი ყველა კანონს არღვევს - ამოწურულია ყველა ვადა და კონვენცია. დღეს ჩვენმა რეპორტიორმა გაარკვია რომ ვითარება კიდევ 2 წელი უცვლელი იქნება. ბათუმში მოსახლეობა არსებული პოლიგონის დახურვას ითხოვა, ცეცხლაურში კი ახლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
წლების წინ გამოყოფილი 7 მილიონი ევროს ათვისების პირობას აჭარის მთავრობა ახლა კიდევ ერთხელ დებს - გაფორმებულია ხელშეკრულება, თუმცა „ნარჩენების მართვის კომპანიაში“ კონკრეტულ თარიღებზე საუბარს თავს არიდებენ.