ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონია

19 ივნ 2019

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონია. იტალიის ქალაქ ფაენცაში მიმდინარე ჩემპიონატზე მათემ 110 კ წონით კატეგორიაში ფინალში რუსეთის  სახელით მოასპარეზე საიდ მუსაევი 8:0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთი ქართველის ასპარეზობა გამოდგა წარმატებული. 51 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დიმიტრი ხაჩიძემ   ბრინჯაოს მედალისთვის ბრძოლაში უკრაინელ სტრილჩუკს  - 5:1 სძლია. დღეს  ფინალში 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში  დათა ხაჩიძე მოლდოველ გუტუს შეხვდება.