პრემიერ - მინისტრი მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით 27 ივნისს წარდგება

19 ივნ 2019

ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარსდგება პრემიერ-მინისტრიც. მამუკა ბახტაძე  მთავრობის საქმიანობის ანგარიშს კანონმდებლებს  სავარაუდოდ, 27 ივნისს გააცნობს. 

საბოლოო თარიღს ბიურო უახლოეს სხდომაზე დააზუსტებს. მთავრობის მეთაური ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე პირველად გამოვა.