სუფთაა თუ არა ზღვის წყალი მდინარე ბარცხანით გამოწვეული დაბინძურების ფონზე?

18 ივნ 2019

გაურკვეველი ბლანტი სითხე მდინარე ბარცხანაში, მდინარიდან კი შავ ზღვაში - კადრები „მთავარმა“ დღეს გადაიღო, ფაქტს კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეისწავლის.

ოფიციალური ინფორმაციით ზღვის წყლის ხარისხი ბათუმის მთელ სანაპიროზე დამაკმაყოფილებელია - ყველაზე ხარისხიანად კი კვლავ გონიო-კვარიათის მონაკვეთი სახელდება.