მაშველები ცეცხლის კერასთან მისვლას ვერ ახერხებენ - ხანძარი შეკვეთილში

18 ივნ 2019

შეკვეთილში ხანძარია. ამ ეტაპზე მაშველები ცეცხლის კერებთან მისვლას ვერ ახერხებენ. ხანძარი მიუვალ, დაუსახლებელ ადგილას გაჩნდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა გავიდა.

ცეცხლი, სავარაუდოდ, ბალახსა და ეკალ-ბარდს გაუჩნდა. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.