აჭარის ღია ჩემპიონატი რალში. ბათუმის ავტოდრომზე, გამარჯვებისთვის ერთმანეთს 25 ავტომრბოლელი შეეჯიბრა

15 ივნ 2019

აჭარის ღია ჩემპიონატი რალში. ბათუმის ავტოდრომზე, გამარჯვებისთვის ერთმანეთს 25 ავტომრბოლელი შეეჯიბრა. მასში ბათუმელი და რეგიონებიდან ჩამოსული მოყვარულები მონაწილეობდნენ. 3 გამარჯვებულს ფულადი პრიზები გადაეცა.  გამოცდილმა მრბოლელებმა  მაყურებელს დრიფტ შოუც შესთავაზეს.