პრემიერა დრამატულ თეატრში

15 ივნ 2019

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე ალექსანდრე ლორთქიფანიძის სპექტაკლის –  „კუნძული“-ს პრემიერა  გაიმართა. ერთმოქმედებიანი კომიქსი ერთ კუნძულზე მიმდინარეობს. სპექტაკლი  მეტაფორული ფორმით  ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკაზე და სასტიკ სამყაროზე მოგვითხრობს, რომელიც  ადამიანებმა შექმნეს. რეჟისორი იოსებ ბაკურაძეა.