ქობუეტი

14 ივნ 2019

18 მილიონი ლარი 4 წელიწადში და მოუგვარებელი პრობლემა ქობულეთში - თანხას ოპოზიცია ასახელებს, პრობლემაზე კი ყველა საუბრობს - ეს უწყლობაა.

მერიაში დაბებსა და სოფლებში წყლის დეფიციტის მიზეზად კვლავ გვალვას ასახელებენ, მოქალაქეები კი არაკვალიფიციურად შესრულებულ სამუშაოებს. პრობლემის გადაჭრის გზად დასახელებული ჭაბურღილები და არშემდგარი ტენდერი.