ხულოში ძლიერი სეტყვის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა
14 ივნ 2019
ხულოში ძლიერი სეტყვის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა. ყველაზე მეტად ღორჯომის ხეობა დაზარალდა. საუბარია აგარა, საციხური, წინწკალაშვილებსა და ჭახაურზე. სეტყვამ ერთწლოვანი კულტურები დააზიანა.