საჩუქრები ქართველი ოლიმპიელებისთვის

21 აგვ 2016

რიოს ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნებულ სპორტსმენებს სიურპრიზები ელოდებათ. ოქროს მედლების პრიზიორებს - ლაშა ტალახაძეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, კომპანია "სვეტი" ბათუმში მშენებარე ოლიმპიურ კომპლექსში საჩუქრად საცხოვრებელი ბინებს გადასცემს.  ბინებს მიიღებს ოლიმპიადაზე აჭარიდან მოასპარეზე 6 სპორტსმენი.   საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და აჭარის ოლიმპიური კომიტეტისა და დეველოპერული კომპანია "სვეტის" წარმომადგენლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეხვდა.