ხულოში ბანკი გაქურდეს

11 ივნ 2019

ხულოში თიბისი ბანკის ფილიალი გაქურდეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხა ჩასარიცხი აპარატიდანაა წაღებული.  კონკრეტულად რა თანხა წაიღეს  მძარცველებმა, ამ ეტაპზე უწყებაში არ კონკრეტდება.

პრესსამსახურის განმარტებით, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოხდა.