ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო ჩემპიონია

06 ივნ 2019

ირაკლი ჩხეიძე ძალოსნობაში, 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფიჯიზე მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა, 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ატაცში ჩხეიძემ 162, 167 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. აკვრაში კი 199, 204 კილოგრამები აწევა მოახერხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.