გამოცდა და სასწავლო სემინარები აიკიდოში

05 ივნ 2019

უახლოეს პერიოდში იაპონიის აიკიდოს ფედერაცია გადაწყვეტს, ვის მიანიჭოს საქართველოდან ამ საბრძოლო ხელოვნებაში საერთაშორისო სერტიფიკატი. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოსწავლეებმა გამოცდა დღეს ჩააბარეს.

მწვრთნელი აიკიდოს საქართველოს ფედერაციამ რუსეთიდან მოიწვია - კითხვაზე რატომ რუსეთი? ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სხვა ტრენერის მოწვევაც შესაძლებელი იყო, თუმცა ასე ფინანსები დაიზოგა - მერაბ გოგუაძე ირწმუნება, რომ ამ მწვრთნელთან მეგობრობა აკავშირებს, სხვა შემთხვევაში კი ფედერაციას თანხის გადახდა მოუხდებოდა.