ხარვეზები ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაში

04 ივნ 2019

ცნობილია, რომ დღეს დაკავებული მიხეილ კალანდია საქმეში თავიდანვე ფიგურირებდა, თუმცა მოწმის სტატუსით. მან ჩვენება არაერთხელ შეცვალა. ამავე საქმესთან დაკავშირებით დაკავებული იყო პირი, რომელმაც აღიარა კალანდიაზე ზეწოლა - დაკავებულია კალანდიას ბიძა - მირზა სუბელიანიც,  რომელიც სარალიძის ოჯახის ჩვენებით, კალანდიას მფარველობდა - იგი საპატიმროდან სავარაუდოდ მალე გათავისუფლდება.

ეს არის საქმე, რომლის გამოც მთავარი პროკურორი გადადგა. საქმე რომლის გამოც მაშინ პრემიერიც შეიცვალა - საზოგადოების პროტესტის და ხარვეზებით ჩატარებული გამოძიების კვალდაკვალ.