მსოფლიო თამბაქოს გარეშე - კამპანიას ბათუმის  პირველი საჯარო სკოლა შეუერთდა

31 მაი 2019

მსოფლიო თამბაქოს გარეშე - კამპანიას ბათუმის  პირველი საჯარო სკოლა შეუერთდა. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნახატების გამოფენა მოაწყვეს, ასევე თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ ახალი   ნამუშევრებიც შექმნეს.

ღონისძიება დისკუსიით დასრულდა. მოსწავლეთა კითხვებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა  უპასუხეს.