იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამისთვის ხულოს ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარია გამოყოფილი

29 მაი 2019

ხულოს საკრებულოს სხდომაზე იალაღებზე მგზავრთა მომსახურების პროგრამაზე იმსჯელეს.  პროგრამის ბიუჯეტი  25 ათასი ლარია. უფასო მარშრუტი წელს ათი მიმართულებით პირველი ივნისიდან  1 სექტემბრამდე იმოქმედებს.

სხდომას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, რასაც  საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა.