პეტრე ზამბახიძის ბრიფინგი

19 აგვ 2016

ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ბათუმის  ოფისში დღეს  ბრიფინგი გამართა პეტრე ზამბახიძემ. მისი თქმით,  პარტია  ქართული ოცნება  ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით უშუალოდაა ჩართული საარჩევნო პროცესებში. ზამბახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებს გააკონტროლოს  სიტუაცია.