24 მაი 2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, დირექტორობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღება დასრულებულია. კონკურსში მონაწილეობის სურვილი 9 პირმა გამოთქვა, მათ შორის არიან მოქმედი ჟურნალისტები, თანამშრომლები და სხვა აპლიკანტები.
კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძე სასამართლოში დავობს. მანამდე კი საბჭო ახალ დირექტორს აირჩევს - პროცესი სავარაუდოდ ოთხი ივნისისთვის დასრულდება.