მოსამართლეების დანიშვნის წესი - სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

22 მაი 2019

მოსამართლეების დანიშვნის მოქმედი წესს განიხილავენ   საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაა“.  მიაჩნიათ, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება არ არის  გამჭვირვალე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესში ცვლილებები შევიდა, მაგრამ ქვედა ინსტანციებში ძალაში დარჩა ძველი წესი, რომელიც მოსარჩელეების აზრით არაკონსტიტუციურია.