22 მაი 2019
ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას ავსტრალიის და ახალი ზელანდიის სპეციალისტები ეცნობიან. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე უცხოელ კოლეგებს მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში ავსტრალიის და ახალი ზელანდიის დელეგაციების წევრები დასავლეთ საქართველოში გაეცნობიან მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის მუშაობას, მონიტორინგის სისტემებს და მიმდინარე ღონისძიებებს.