21 მაი 2019
ხულოს 84- ოლქში მერის რიგგარეშე არჩევნებზე დაწერილ საჩივრებს დღეს განიხილავენ. ოლქში სულ 22 საჩივარი დაიწერა, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. საჩივრებიდან ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებს“, ხოლო დანარჩენი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის. ავტორები კომისიისგან ძირითადად დისციპლინარულ პასუხისმგებლობას მოითხოვენ.