პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში სკოლებში ადგილები შეივსო - მშობლების გამოხმაურებები

21 მაი 2019

პირველკლასელთა  საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია  დილით 9 საათზე დაიწყო, თუმცა სოციალურ ქსელებში  პროცესს ბევრი უკმაყოფილება მოჰყვა.

მშობლები  ამბობენ, რომ რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში სკოლებში ადგილები შეივსო, რის გამოც, მათი თქმით, შვილები სასურველ სკოლაში ვერ მოხვდნენ.