ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბნიდან პოლიციის განყოფილებაში ორი პირი გადაიყვანეს

19 მაი 2019

ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბნიდან, სამართალდამცავებმა ორი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფაში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა, ემა გოგოხიამ დაადანაშაულა.  ინფორმაციას და ფოტოს  ''რადიო თავისუფლება'' ავრცელებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, რეპორტაჟის მომზადებისას გოგოხია დაინტერესდა რას აკეთებდნენ საარჩევნო უბნის ეზოში „ძველი ბიჭები,“ რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.