ზუგდიდის #5-ე უბანზე კომისიის წევრებს ზეთი აცხეს, უბანი კი აკურთხეს 

19 მაი 2019

ზუგდიდში, #5 უბანზე სასულიერო პირებმა უბანი აკურთხე, საარჩევნო კომისიის წევრებს ზეთი აცხეს და კიდევ სხვა უბნების მოლოცვას გეგმავენ - ინფორმაციას და ფოტო მასალას livepress.ge ავრცელებს

მედიასაშუალებასთან კომენტირებისას, დეკანოზი ფრიდონი 8 საათამდე კიდევ რამდენიმე უბანზე მისვლას გეგმავს. "ჩვენ გვევალება, რომ ხალხი ვაკურთხოთ" - განაცხადა დეკანოზმა. 

კანონდმებლობის მიხედვით, საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებისა და აკრედიტირებული დამკვირვებლების და მედიის გარდა, სხვა პირების შესვლა ნებადართული არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას ცესკოსთან ამოწმებს.