წყლის გარეშეა 30-მდე ოჯახი მახვილაურში

17 მაი 2019

წყლის გარეშეა 30-მდე ოჯახი მახვილაურში. პრობლემა ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ შეიქმნა რაც ავტობანის მშენებლობისთვის იქვე კლდის აფეთქება დაიწყო. სწორედ ამიტომ მშენებელი კომპანია ახლა მოქალაქეებისთვის წყალს ბათუმიდან ეზიდება ავტომანქანებით.

ჯერ უცნობია როდის აღუდგენენ მოქალაქეების წყლის მიწოდებას - ბათუმის წყალსა და ხელვაჩაურის მერიაში დღის განმავლობაში არკვევდნენ, ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა წლების წინ შემოერთებულ ტერიტორიაზე. სწორედ ტერიტორია გახდა განხილვის საკითხი.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ სისტემას საავტომობილო გზების დეპარტამენტის დავალებით კონტრაქტორი კომპანია მოაწესრიგებს - ვადები ჯერ უცნობია.