ექსპრეზიდენტის პასუხის პასუხი და გამოხმაურებები

15 მაი 2019

მიხეილ სააკაშვილი ახალ მიმართვას ავრცელებს - პასუხის პასუხში ამბობს რომ ბოდიში მას კი არა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას აქვს მოსახდელი. ექსპრეზიდენტს დღეს მისი თანაგუნდელები არ გაემიჯნენ - უფრო მეტიც ახლა მათი განცხადებების კორექტულობაცაა განხილვის საგანი.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს რაციონალური აზროვნების უნარი აქვს დაკარგული, საზოგადოების ნაწილი კი ხულოში მცხოვრები მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.