ევროპის საუკეთესო კაიაკერები მდინარე ბჟუჟზე დაეშვნენ

10 მაი 2019

ევროპის საუკეთესო კაიაკერები მდინარე ბჟუჟზე დაეშვნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ბჟუჟის ხეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობის, კაიაკინგის ჩემპიონატი იმართება. ჩემპიონატში ცხრა ქვეყნის 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატს ოზურგეთი უკვე მეოთხედ მასპინძლობს. წელს შეჯიბრებაში ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

ფინალური დაშვება და გამარჯვებულების დაჯილდოვება დღეს, 10 მაისს, 19:00 სთ-ზე გაიმართება.ჩემპიონატი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მერიის ორგანიზებით იმართება.