02 მაი 2019
ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას 14 კანდიდატი გააგრძელებს. პარტია ,,ახალი ქრისტიან დემოკრატების“ კანდიდატმა, როლანდ აბულაძემ კანდიდატურა განცხადების საფუძველზე მოხსნა. იგი სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს, სატელეფონო საუბარში კი გადაწყვეტილების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.
ხულოში რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. კანდიდატები 13 პოლიტიკური სუბიექტს ჰყავს წარდგენილი, არჩევნებში ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.