ბათუმში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ეჭვმიტანილი მძღოლი დაკავებულია

26 ივნ 2017

ბათუმში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ეჭვმიტანილი მძღოლი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების განცხადებით, დაკავებული განყოფილებაშია გადაყვანილი. 
  დღეს დილით ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე,  ავტოსაგზაო შემთხვევას 9 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.