ქედაში მინი-სტადიონებს რეაბილიტაცია უტარდება

19 ივნ 2017

ქედაში მინი-სტადიონებს რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში 7 სპორტული მოედნის მოწყობა იყო დაგეგმილი, მათგან ოთხის  უკვე დასრულდა. ახალი მინი-სტადიონები  აშენდა სოფლებში კოლოტაურსა და მახუნცეთში. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 236 ათასი ლარი დაიხარჯება.