12 ივნ 2017
“პიაცა არტ ფესტი” ბათუმში გუშინ საღამოს გაიხსნა. ცნობილი ქართველი შემსრულებლები მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარსდგნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი, რომელიც 5 დღეს გასტანს, სამომავლოდ ტრადიციული გახდება.