15 აგვ 2016
ბათუმში მე-19 საუკუნის სახლს რესტავრაცია უტარდება. ეს არის საბაევის ანუ “ტიტანების სახლი”, სადაც ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია განთავსებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ შენობაში რესტავრატორთა გამოცდილი ჯგუფი მუშაობს. პროცესს მესამე სექტორიც აკვირდება.