ანდამანის ზღვაში სამხედრო თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

06 ივნ 2017

ანდამანის ზღვაში სამხედრო თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომლის ბორტზეც 116 ადამიანი იმყოფებოდა.  თვითმფრინავი მიანმარის სამხრეთ სანაპიროდან იანგონში მიფრინავდა. იგი რადარებიდან ქალაქ დავეის დასავლეთით 32 კილომეტრის მოშორებით გაქრა.  ხელისუფლებამ  სამაშველო ოპერაცია უკვე დაიწყო.