''ისლამური სახელმწიფოს'' ტერორისტებმა 163 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

05 ივნ 2017

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილში, ქალაქის დატოვების მცდელობის დროს 163 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის ბავშვები და ქალები.  ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა ჟენევაში განაცხადა. გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელ რუპერტ კოლვილის ვარაუდით, შემთხვევა  პირველ ივნისს მოხდა.