მოსწავლეები მტირალას ეროვნულ პარკში

05 ივნ 2017

გუშინ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინიციატივით მტირალას პარკში სტუდენტებისა და მოსწავლეების შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეები გაეცვნენს მტირალას ეროვნული პარკის ეკოსისტემას. მოაწყვეს შვიდკილომეტრიანი ლაშქრობა ტურისტული ბილიკებზე  და დაათვალიერეს პარკის ღირსშესანიშნაობები.