აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლატვიელი და ლიტველი ჟურნალისტები ეცნობიან

01 ივნ 2017

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლატვიელი და ლიტველი ჟურნალისტები ეცნობიან. დღეს მათ ბათუმის  ტურისტული ღირსშესანიშნაობები  დაათვალიერეს და აჭარული  ხაჭაპურის მომზადების  მასტერკლასსაც დაესწრნენ. ხვალ კი უკვე, პრესტურის ფარგლებში,   მაღალმთიან აჭარას ეწვევიან. 
3 დღიანი  ტურის შემდეგ,  სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის მასლეებს მოამზადებენ.   ლატვიელი ჟურნალისტები რეგიონს პირველად სტუმრობენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი კიდევ 9 პრეს ტურის ჩატარებას გეგმავს.