ქუჩების კეთილმოწყობა

31 მაი 2017

ქობულეთში,  გელაურის დასახლებაში, ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პუშკინის, ვაჟა-ფშაველასა და პოპოვის ქუჩებზე სანიაღვრე არხები მოწესრიგდება,  მოეწყობა ბორდიურები, გზის სავალ ნაწილზე კი დეკორატიული ფილები დაიგება. დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები. სამუშაოები ოქტომბრამდე დასრულდება.