ქედაში ფრენბურთში ტურნირი ტარდება

28 მაი 2017

ქედაში დამსახურებული სპორტსმენისა და მწვრთნელის ავთანდილ ბერიძის სახელობის ტურნირი ფრენბურთში ტარდება. შეჯიბრებაში ექვსი მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. რესპუბლიკური ტურნირი ქედაში მესამედ იმართება და მას გამგეობა 2 ათას ორასი ლარით აფინანსებს. ტურნირი ქედაში ყოველწლიურად იმართება.